Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მაღალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1921 წელს, შემდეგ თბილისის გერმანული გიმნაზია. 1922 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე; სწავლა განაგრძო ტუბინგენის და მიუნხენის უნივერსიტეტებში. 1928 წელს მიუნხენის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა დაიწყო ფალკენშტეინში, სადაც დასახლდა კიდეც. ექიმობის გარდა ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას: მისი პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია 1953 წელს ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოქვეყნებული "სომეხ-ქართველთა ურთიერთობის ისტორიიდან" და 1954 წელს დაწერილი ნაშრომი – "კავკასიის ისტორიისათვის ჯვაროსანთა ომის დროიდან"; საბჭოთა კავშირთან ომის დროს ზრუნავდა გერმანიაში მოხვედრილ ქართველ ტყვეებზე, ბევრი მათგანი მისი ძალისხმევით განთავისუფლდა საკონცენტრაციო ბანაკიდან. გიორგი მაღალაშვილი ომის შემდეგ იყო დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე. საზოგადო მოღვაწე. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |