Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე კვარაცხელია![]()
Biography1900 წელს სასწავლებლად მიაბარეს გორის სემინარიაში, სადაც მისი პედაგოგი ნიკო ლომოური იყო. 1904 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას აფხაზეთში, ოჩამჩირეში; 1913 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში, მაგრამ 1914 წელს, მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1918 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროში და მინისტრის, ნოე ცინცაძის დიდი ნდობით სარგებლობდა; 1919 წლის ბოლოს სხვებთან ერთად საქართველოს მთავრობამ პავლე კვარაცხელია საზღვარგარეთ გაგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. გასაბჭოების შემდეგ პავლე კვარაცხელია ჩადის ჯერ ლონდონში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში (1920 წელს) და ირიცხება კორნელის უნივერსიტეტში, სადაც იღებს ჯერ მაგისტრის, შემდეგ დოქტორის ხარისხს და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის რამოდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1923 წელს დაქორწინდა თამარ ჯორჯიკიაზე, შეეძინათ ორი შვილი – ნინო და ელისაბედი. ოჯახი ცხოვრობდა ქალაქ იანკერსში (ნიუ-იორკთან ახლოს); 1950 წლების დასაწყისში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პავლე კვარაცხელია პენსიაზე გავიდა და ოჯახით ფლორიდაში გადასახლდა. გიორგი მაჩაბელთან, ასლან ყრუაშვილთან, ვასო დუმბაძესთან და სხვებთან ერთად იყო, 1931 წელს, აშშ-ში ქართული სათვისტომოს დაარსების ორგანიზატორი და სათვისტომოს პირველი თავმჯდომარე. თანამშრომლობდა ემიგრაციულ პრესასთან ("დამოუკიდებელი საქართველო", "კავკასიონი" – "ნაური"-ს ფსევდონიმით); იყო 1950 წელს, ნიუ-იორკში დაარსებული "ქართველ-ამერიკელთა ლიგის" ვიცე-თავმჯდომარე, ლიგის ოფიციალური ორგანოების, ჟურნალების – "ცნობის ფურცელი", "ჩვენი გზა" სარედაქციო კოლეგიის წევრი. გარდაიცვალა ფორტ ლოუდერდელში (ფლორიდა, აშშ). მისი ფერფლი, ანდერძის თანახმად, ოკეანის თავზე გაფანტეს. საზოგადო მოღვაწე, მეცნიერებათა დოქტორი აგროკულტურის დარგში, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |