შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კიკვიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მაღაროთა მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს. 1958-1967წწ. მუშაობდა უკრაინაში, ტრესტ "გორლოვკანახშირში" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1967-1986წწ. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1967-1991წწ. საქართველოს დამზადების სამინისტროში კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად, სამეურნეო ორგანიზაციების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ; 1991-1993წწ. იყო საქართველოს პურპროდუქტების მრეწველობის რესპუბლიკური სამრეწველო სამმართველოს უფროსი; 1993-1995წწ. საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის მშენებლობისა და პროექტირების ფირმის დირექტორი; 1997-2009წწ. ქ. რუსთავში შპს "პროგრესის" გენერალური დირექტორის მოადგილე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.301 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |