The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კიკნაძე

ალექსანდრე კიკნაძე
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1966 წელს.

მუშაობდა ქ. თბილისის საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" ქალაქგეგმარების სახელოსნოში არქიტექტორად; 1968 წელს გადავიდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზკურორტპროექტის" თბილისის ფილიალში უფროს არქიტექტორად; 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა პედაგოგად; 1977 წელს არჩეულ იქნა დოცენტად; 1981-1991წწ. ხელმძღვანელობდა საპროექტო საკონსულტაციო ბიუროს; 2008 წლიდან იყო არქიტექტურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; მის მიერ დაპროექტებულია ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის დასახლება ქ. თბილისში, კულტურის სახლის დაბა კოლხიდაში (გაგრის რაიონი), არქიტექტორ მ. ლაითაძესთან ერთად დავით აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტი, საცხოვრებელი სახლი შატბერაშვილის ქუჩაზე, 16-ნომრიანი სასტუმრო ქ. ბაქოში და სხვა; არის 7 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.301-302


გააზიარე: