შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამსენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპაციალობით 1953 წელს. 1953-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქშენსახპროექტში" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1964-1995წწ. თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად, საპროექტო განყოფილების მთავარ არქიტექტორად, ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად, დირექტორის მოადგილედ; ავტორია შემდეგი პროექტებისა: საბავშვო ბაგა-ბაღების ტიპური პროექტები 50, 135, 140 და 180 ადგილზე (რეალიზებულია საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რაიონებში); ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ზონალური ტიპური პროექტი 22 კლასისათვის, მე-4 სამმართველოს აგარაკი ქ. ქობულეთში; 4-სართულიანი ბლოკსექციები სომხეთში მიწისძვრით დაზარალებული რაიონებისათვის; მიკრორაიონი "ანი" 4500 მაცხოვრებელზე ქ. კალინინოში; 56-ბინიანი შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლები ქ. ქუთაისში; 4, 5, 6-ოთახიანი კოტეჯები ქ. სოჭის რეგიონისათვის; სასტუმრო 440 ადგილზე უცხოელი ტურისტისათვის ქ. თბილისში; კულტურის სახლი 800 ადგილზე ორენბურგში; შემოქმედებითი სახლი გელენჯიკში რუსეთის მხატვართა კავშირისათვის, სასტუმრო "ინტურისტი" 500 ადგილზე ქ. სოხუმში; ავტორია ნაშრომებისა: "სასტუმროების მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტის ოპტიმიზაცია" და "პროგნოზი და არქიტექტურული დაგეგმარება"; მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.302; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.118 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |