შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1947 წელს. 1947-1949წწ. მუშაობდა ქ. კიევში N2 "ხიდმშენრაზმის" სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1949-1950წწ. მუშაობდა ქ. რიგაში ხიდმშენი მექანიზებული კოლონის უფროსად; 1950-1952წწ. მუშაობდა ქ. თბილისში საპროექტო ბიურო "გზაპროექტში უფროს ინჟინრად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1952-1955წწ. საპროექტო ორგანიზაცია "თბილმეტრომშენპროექტში" უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად, საპროექტო ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1955 წლიდან გადავიდა საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპრომშენში" უფროს ინჟინრად, შემდეგ ხიდებისა და გვირაბების განყოფილების უფროსი იყო; 1959-1961წწ. მივლინებული იყო ავღანეთში საპროექტო-სამშენებლო კომპანიის უფროსის მოადგილედ; შრომითი საქმიანობის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ისეთ სამუშაოებში, როგორებიცაა თბილისის მეტროპოლიტენის, რიკოთის საავტომობილო გვირაბის, პუშკინის სახელობის უღელტეხილზე (სომხეთი) გამავალი საავტომობილო გვირაბის და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობაში; 1958 წელს დაჯილდოებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით; 1971 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.303 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |