The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლღა ქურდევანიძე

ოლღა ქურდევანიძე
Date of birth:1913
Date of death:1995  (at 82 years)
Category:Engineer, Scientist, Technologist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1935 წელს.

1935-1995წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე. მისი მეცნიერული ძიების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოში არსებული სილიკატური ნედლეულის გამოვლენა და მათი თვისებების შესწავლა. მის მიერ გამოკვლეულია 50-მდე წითელი აგურის საბადო, ცეცხლგამძლე სააგურე თიხები, სატარე მინის წარმოების ადგილობრივი ნედლეული, კირქვები ცემენტის წარმოებისთვის, თიხები და დანამატები. ამ სამუშაოთა შედეგები გამოყენებული იყო სხვადასახვა წარმოებაში ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფისა და განახლების მიზნით. თავისი პედაგოგიური და მეცნიერული გამოცდილება მან განაზოგადა სილიკატური ტექნოლოგიის ქართულენოვან სახელმძღვანელოებში და ამით გარკვეული აკადემიური საფუძველი შეუქმნა მჭიდა მასალების სპეციალისტთა აღზრდის საქმეს ჩვენს ქვეყანაში. გარდა მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობისა ო. ქურდოვანიძე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა - იყო მთელი რიგი სამეცნიერო საბჭოს წევრი და 1967-1969წწ.  არჩეული იყო საქალაქო საბჭოს წევრად. ის დაჯილდოებული იყო  მთავრობის ექვსი მედლით და მრავალი წოდებით. 1990 წელს აირჩიეს ქ. სიეტლის(აშშ) საპატიო მოქალაქედ. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1946).

სადისერტაციო თემა - "ქვარცისა და ქალცედონის ინვერსიის კინეტიკა მაღალ ტემპერატურაზე".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 170-171

Bibliography


Share: