The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კიკნაძე

ვლადიმერ კიკნაძე
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1907
გარდაცვ. თარიღი:1979  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტის საავტომობილო გზების ფაკულტეტი 1936 წელს.

1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა საგზაო ორგანიზაციების ზემო სვანეთში, სოხუმსა და სენაკში; 1941-1943წწ. იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1943-1979წწ. მუშაობდა ქ. გორში N28 საგზაო სამმართველოს უფროსად; წლების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაცია-ექსპლუატაციის საქმეს; მონაწილეობდა "ნატახტარი-გორი-ხაშური-ხევის" მონაკვეთის, "გორი-ახალგორი-ცხინვალის" ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია-განახლებაში, თაოსნობდა რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის სამუშაოების დაწყებას; იყო საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის ერთ-ერთი პროფესიონალი ხელმძღვანელი; წლების განმავლობაში არაერთგზის იყო არჩეული ადგილობრივი საბჭოების დეპუტატად, გორის ქალაქკომის წევრად და სხვა; დაჯილდოებული იყო როგორც საბრძოლო ორდენებითა და მედლებით, ასევე საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით; არაერთგზის იყო აღიარებული "წლის საუკეთესო მეგზევედ"; მივლინებული იყო საზღვარგარეთის ქვეყნების საგზაო მშენებლობაში ნოვატორული და პროგრესული მეთოდების დანერგვის მიზნით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.304

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: