შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს. მუშაობა დაიწყო საკავშირო დაქვემდებარების N34 "ხიდმშენ" რაზმში ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, შემდგომ სამშენებლო ობიექტებზე ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1982-1983წწ. მონაწილეობდა "მარაბდა-ახალქალაქის" რკინიგზის ხაზის მშენებლობაში; 1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაში ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო კომბინატში უბნის უფროსად; 1989-1993წწ. იყო საწარმოო გაერთიანება "ავტოხიდის" მთავარი ინჟინერი; 1999-2000წწ. საწარმოო გაერთიანება "აჭარავტოგაზის" ხიდების სამშენებლო-სარემონტო უბნის უფროსი; 2000 წლიდან შპს "ზიმოს" გენერალური დირექტორია; მისი მონაწილეობით განხორციელდა სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მდ. არაგვზე, წიწამურის ხევზე ქ. მცხეთასთან, "თბილისი-ნატახტარის" საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მდ. ჭოროხზე "კახაბერი-სარფის" საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მდ. ლიახვზე, მდ. სვირის ხევზე "გორი-ცხინვალი-გუფთის" საავტომობილო გზის მონაკვეთზე; მონაწილეობდა მთიან აჭარაში და სვანეთის რეგიონში სტიქიით დაზიანებული ხიდების აღდგენით სამუშაოებში; მისი ხელმძღვანელობით აღდგენილია ათეულობით სახიდე გადასასვლელები მდ. სარფისწყალზე, მდ. ხიხაძირზე, მდ. ხევისწყალზე, მდ. მულხურაზე და სხვა; ხელმძღვანელობდა სახიდე გადასასვლელების მშენებლობას მდ. ენგურზე სოფ. ლიასთან (წალენჯიხის რაიონი), მდ. არაგვზე სოფ. ჭოპორტასთან (დუშეთის რაიონი); დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.304-305; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.90 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |