Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვალითი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს. 1923 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა სამთო მომპოვებელ ტრესტ "ჭიათურმანგანუმში"; 1932-1946წწ. უმაღლესი განათლების მიღების შემდგომ მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენში" სამშენებლო უბნის უფროსის მოადგილედ, საპროექტო ჯგუფის ინჟინრად, სამშენებლო უბნისა და კოლხეთის სასისტემო სამმართველოს უფროსად; 1946-1949წწ. იყო საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს კაპმშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1949-1962წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველი; 1962-1965წწ. იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს კაპმშენებლობის სამმართველოში მთავარი ინჟინერი; 1965-1982წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორი; ხელმძღვანელობდა მრავალი მელიორაციული სისტემისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობას, წლების განმავლობაში ემსახურებოდა კოლხეთის დაჭაობებული მიწების დაშრობა-ათვისებას; მისი ხელმძღვანელობით სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" სახელოვანმა და მაღალკვალიფიციურმა საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა არაერთი გამარჯვება და აღიარება მოიპოვა საბჭოთა კავშირის მასშტაბით; იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.305; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.160 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |