The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან კიკნაძე

ლევან კიკნაძე
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1988  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვალითი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს.

1923 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა სამთო მომპოვებელ ტრესტ "ჭიათურმანგანუმში"; 1932-1946წწ. უმაღლესი განათლების მიღების შემდგომ მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენში" სამშენებლო უბნის უფროსის მოადგილედ, საპროექტო ჯგუფის ინჟინრად, სამშენებლო უბნისა და კოლხეთის სასისტემო სამმართველოს უფროსად; 1946-1949წწ. იყო საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს კაპმშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1949-1962წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველი; 1962-1965წწ. იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს კაპმშენებლობის სამმართველოში მთავარი ინჟინერი; 1965-1982წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორი; ხელმძღვანელობდა მრავალი მელიორაციული სისტემისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობას, წლების განმავლობაში ემსახურებოდა კოლხეთის დაჭაობებული მიწების დაშრობა-ათვისებას; მისი ხელმძღვანელობით სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" სახელოვანმა და მაღალკვალიფიციურმა საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა არაერთი გამარჯვება და აღიარება მოიპოვა საბჭოთა კავშირის მასშტაბით; იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.305; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.160

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და ოპერატიული ღონისძიებების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებისათვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: