Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერი ქურდევანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1946 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1950 წელს. 1950-1958წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1958-1965წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში ჯერ ტექნიკურ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, ხოლო 1963 წლიდან ახლადჩამოყალიბებული ქიმიისა და ქიმური ტექნოლოგიის განყოფილების სწავლული მდივანია. 1965-1983წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის უძღვებოდა შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის კურსებს. 1983-1997წწ. მ. ქურდევანიძე კვლევით მუშაობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. მისი კვლევის სფერო მოიცავდა საქართველოში ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განვითარების ისტორიას. დაჯილდოებული იყო შვიდი სახელმწიფო მედლით, არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, მინიჭებული ჰქონდა არაერთი საპატიო წოდება. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965). სადისერტაციო თემა - "ადგილობრივი სერპენტინიტების კომპლექსური გამოყენების შესაძლებლობების კვლევა". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- 172-174
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |