The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან კიკნაძე

ლევან კიკნაძე
Date of birth:1933  (92 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადებია ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1956 წელს.

მუშაობდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში და საქართველოს საგეგმო კომიტეტის კაპმშენებლობის განყოფილებაში ინჟინრად; 1957-1977წწ. იყო ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ს/კ ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-მუშაკი, სექტორის გამგე; 1977-1979წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოში სასოფლო და წყალსამეურნეო მშენებლობის განყოფილების გამგის მოადგილე, კოლხეთის დაბლობის დაშრობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისების პრობლემათა სექტორის გამგე; 1979-1988წწ. მუშაობდა საქართველოს მელიორაციულ-წყალსამეურნეო მშენებლობის მთავარ სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1988 წლიდან საქართველოს მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; 1991 წლის კომიტეტის გარდაქმნის შემდეგ დაინიშნა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საინჟინრო ნაგებობებისა და კომუნიკაციების სამმართველოს უფროსად; მისი მონაწილეობით აშენდა და დაპროექტდა სამრეწველო და სამოქალაქო ნაგებობები, სარწყავი და დამშრობი სისტემები, ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავები, გვირაბები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები; 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.305-306; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: