The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირმა ღარიბაშვილი

ირმა ღარიბაშვილი
Date of birth:1969  (55 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1992 წელს და იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფასიათა ფაკულტეტი.

1992 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე  უფროსი ლაბორატორიის თანამდებობაზე. 2007 წლიდან მუშაობს სამშენებლო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. არის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. აქტიურადაა ჩართული საქართველოში უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნის პროცესში. კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ და ქართულ-ამერიკულ (გაუ) უნივერსიტეტებში. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის გამგეობის წევრი, სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, აკრედიტაციის ექსპერტი საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში. ის არის 26 სამეცნიერო სტატიისა და ერთი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. მშენებელ-ინჟინერი. სამშემენებლო უსაფრთხოების ექსპერტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ისტორიული ძეგლების დაცვა ატმოსფერული ზემოქმედებისაგან ჰიდროფობიზაციის მეთოდით", 2007 წელს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 176-177


Share: