შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირმა ღარიბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1992 წელს და იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფასიათა ფაკულტეტი. 1992 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე უფროსი ლაბორატორიის თანამდებობაზე. 2007 წლიდან მუშაობს სამშენებლო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. არის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. აქტიურადაა ჩართული საქართველოში უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნის პროცესში. კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ და ქართულ-ამერიკულ (გაუ) უნივერსიტეტებში. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის გამგეობის წევრი, სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, აკრედიტაციის ექსპერტი საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში. ის არის 26 სამეცნიერო სტატიისა და ერთი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. მშენებელ-ინჟინერი. სამშემენებლო უსაფრთხოების ექსპერტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2007). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ისტორიული ძეგლების დაცვა ატმოსფერული ზემოქმედებისაგან ჰიდროფობიზაციის მეთოდით", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 176-177 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |