Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან იაშვილი![]()
Biographyდაამთავრა არტილერიის კადეტთა კორპუსი 1786 წელს. 1787-1791წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, კერძოდ აკერმანის, ბენდერის და იზმაილის აღებაში; 1792-1795წწ. ვარშავისა და პრაღის გარემოცვასა და აღებაში; 1794-1799წწ. მსახურობდა ცხენოსან არტილერიაში; 1801 წლიდან გვარდიაში, პოლკოვნიკის ჩინით; 1805 წელს გაიგზავნა ავსტრიის სამფლობელოებში, სადაც ებრძოდა ფრანგებს ჰაილსბერგთან (1807), პროისიშ-აილაუსთან, გუტშტადტთან ფრიდლანდთან. 1808 წლის მარტიდან გენერალ-მაიორი. 1812 წელს სამამულო ომის დროს სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას პ. გ. ვიტგენშტეინის ცალკე კორპუსის შემადგენლობაში; 1812 წლის 18 ივლისს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი; 1813 წელს დაინიშნა მთავარი მოქმედი არმიის არტილერიის უფროსად და მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში. იბრძოდა ლიუცენთან, ბაუცენთან; 1816 წელს დაინიშნა პირველი არმიის არტილერიის უფროსად და 17 წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე იყო; 1832 წლიდან სამხედრო საბჭოს წევრი; 1833 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო რუსეთისა და უცხოეთის მრავალი ორდენით, მათშორის: 1794 წელს წმინდა გიორგის ჯვრით - პოლინეთის აჯანყების ჩაქრობისთვის, 1807 წელს ისევ წმინდა გიორგის ჯვრით - გამოჩენილი მამაცობისთვის. რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.64-65; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.175
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |