შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ იაშვილი![]()
ბიოგრაფია1784 წელს ჩაირიცხა კადეტთა კორპუსში, 1786 წლიდან ბომბარდირთა პოლკში მსახურობდა, შემდეგ კი ლეიბ-გვარდიის საარტილერიო ბატალიონში; 1787-1791წწ. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში, კერძოდ, იზმაილის აღებაში; 1792-1794 წლებში იბრძოდა პოლონელი კონფედერატების და აჯანყებულთა წინააღმდეგ. მსახურობდა საარტილერიო ჯარებში და ცხენოსანთა ათასეულში; მონაწილეობდა იმპერატორ პავლე I-ის მკვლელობაში; იმპერატორ ალექსანდრე I-ის განკარგულებით, 1803 წლის დასაწყისში, გადაასახლეს თავის მამულში (სოფ. მურომცევო, კალუგის გუბერნია). მას აეკრძალა ორივე დედაქალაქში გამოჩენა. ცნობილია მისი წერილი იმპერატორ ალექსანდრესადმი, სადაც ის თავის და შეთქმულთა ქმედების მოტივთა ახსნას ცდილობს. 1812 წელს სამამულო ომის დაწყებისთანავე საკუთარი თხოვნით და მ. კუტუზოვის ნებართვით ჩაება ფრანგების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ იმპერატორ ალექსანდრე I-მა კვლავ თავის მამულში დააბრუნა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: ოქროს ხმალი - სიმამაცისთვის, ოქროს ჯვარი - პრაღის აღებისთვის, ოქროს ჯვარი - იზმაილის აღებისთვის. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, რუსეთ-თურქეთის ომის გმირი. ლევან იაშვილის უფროსი ძმა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.64; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |