The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ ზურაბიშვილი

არჩილ ზურაბიშვილი
Date of birth:25 April, 1896
Date of death:19 January, 1964  (at 67 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის მეხუთე გიმნაზია 1914 წელს. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელში.

პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა გერმანიის ფრონტზე რუსეთის არმიის შემადგენლობაში; რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა; მსახურობდა ქართულ სამხედრო უწყებაში, რომელსაც გენერალი ივანე ჯაფარიძე განაგებდა; 1919 წელს საქართველოს მთავრობამ არჩილ ზურაბიშვილი სხვებთან ერთად გააგზავნა საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად; შევიდა გრენობლის ელექტრო-ტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1922 წელს დაასრულა. როდესაც მისი მშობლები საქართველოს ანექსიის შემდეგ პარიზში ჩამოვიდნენ, ოჯახს შეუერთდა. მსახურობდა "როლს-როისის" საზოგადოებაში. 1928 წელს შოთა ნიკოლაძესთან ერთად, ემიგრაციაში, დააარსა ქართული სპორტული საზოგადოება "შევარდენი"; ინჟინერ აპოლონ კობახიძესთან ერთად შექმნა "საფრანგეთში მყოფ ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა საზოგადოება". იცოდა უცხო ენები ფრანგული, ინგლისური, გერმანული (ირაკლი წერეთელმა არჩილ ზურაბიშვილი თარჯიმნად წაიყვანა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლორდ კერზონთან შეხვედრაზე). მას დიდი წვლილი უდევს პარიზში ქართული ეკლესიის ფუნქციონირებაში, იგი ხშირად ეხმარებოდა სამრევლოს. 1962 წელს, პარიზში, არჩილმა გამოსცა მამის, ივანე ზურაბიშვილის წიგნი "კარგ ქართველთა ხსოვნისათვის". საზოგადო მოღვაწე.

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


Share: