The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალი ბეი ალ-ქაბირი

ალი ბეი ალ-ქაბირი
დაბადების თარიღი:1728
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 1773  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იბრაჰიმ ქათხუდამ, ქართული წარმოშობის მამლუქმა, გზა გაუხსნა ქართული წარმომავლობის მამლუქებს ეგვიპტის მმართველ ელიტაში. ის 1754 წელს გარდაიცვალა და მის შემდეგ ეგვიპტეს განაგებდნენ კადზაღლის სახლის მამლუქები ან ამ მამლუქთა მამლუქები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალი ბეი ალ-ქაბირია. 13 წლისა მოიტაცეს და იბრაჰიმ ბეგს მიჰყიდეს; 28 წლისა უკვე თავისუფალია და ბეგის ტიტული აქვს; 1763 წელს "შეიხ ალ ბალადის" – ეგვიპტის პირველი მხედართმთავრის ტიტულს ატარებს, ხოლო 1766 წლიდან კაიროს მმართველია. დაამარცხა მომთაბარე ბედუინები, გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე, შემოიერთა ხიჯაზი,  დაიწყო რეგულარული არმიის შექმნა, გაატარა რეფორმები სამართალწარმოებასა და საფინანსო სფეროებში. ალი ბეის მოღვაწეობის მთავარ მიზნად ოსმალეთის იმპერიისაგან ეგვიპტის განთავისუფლება ჰქონდა. 1768 წლის სექტემბერში გაანადგურა ეგვიპტეში მყოფი ოსმალური ნაწილები და ოსმალეთისათვის ხარკის გადახდა შეწყვიტა. ისარგებლა რუსეთ-თურქეთის ომით (1768-1774) და 1771 წელს რუსეთის ფლოტის ადმირალთან, ა.გ. ორლოვთან სამხედრო კავშირი გააბა. 1770 წლის ივლისში ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სულთანის ტიტული მიიღო და საომარი მოქმედებები დაიწყო პორტას წინააღმდეგ; აიღო დამასკო და დაიკავა სირია; 1773  წელს ოსმალეთმა მოახერხა ეგვიპტელ ბეგთა ნაწილის გადაბირება და ნილოსის დელტის აღმოსავლეთ ნაწილში, სალაჰიაში, აჯანყებულმა მამლუქებმა ალი ბეი დაამარცხეს, თავად ალ-ქაბირი დაიჭრა და ჭრილობებისაგან გარდაიცვალა 22 აპრილს, ქაიროში. ეგვიპტის მამლუქი მმართველი 1757 წლიდან, ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი, სახელად იოსები.

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


გააზიარე: