The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ კიკნაძე

Date of birth:20 July, 1937  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა სურამი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საწარმოთა მშენებლობისა 1961 წელს და საინჟინრო ეკონომიკის 1975 წელს სპეციალობებით და საქართველოს სახალხო მეურნეობის უნივერსიტეტი 1987 წელს.

1960-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" ბრიგადირად, მშენებლობის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1966-1971წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მოგვიანებით - სამინისტროს საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილედ, უფროსად; 1971-1973წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N17 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1973-1977წწ. სამინისტროს N7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" მთავარი ინჟინერი და მმართველი; 1977-1981წწ. სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსი - მინისტრის მოადგილე; 1982-1983წწ. იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 1983-1990წწ. "ცეკავშირის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, გუდაურის კომპლექსის მშენებლობის უფროსი; 1990-1992წწ. გაერთიანება "საქმოქალაქმრეწვმშენისა" და კონცერნ "მსუბუქმრეწვმშენის" უფროსის მოადგილე; 1992-1996წწ. მუშაობდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილედ, ცხინვალის რეგიონის აღდგენითი სამუშაოების შტაბის ხელმძღვანელად, რუსეთ-საქართველოს შერეული საკონტროლო კომისიის თავმჯდომარედ, ცხინვალის რეგიონის სტატუსის შემმუშავებელი კომისიის წევრად; 1996-2000წწ. ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას; 2000-2005წწ. იყო სს "თბილგაზის" გენერალური დირექტორის მოადგილე; მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა: მადნეულის სამთამადნო, კვაისის სამთო და რაჭის დარიშხანის სამთო-მეტალურგიული კომბინატები, ტყვარჩელის დოლომიტის კარიერი, გამწმენდ ნაგებობათა კომპლექსი, უნივერსიტეტი და ტელეცენტრი აფხაზეთში, მიწისქვეშა ელექტროსადგური მდ. ღალიძგაზე, გუდაურის სამთო-ტურისტული კომპლექსი, ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირის შახტები, მანგანუმის მაღაროები,  საბაგირო გზები რაჭასა და ტყიბულში, სამელიორაციო გვირაბები კახეთში, თბილისის ახალი მიკრორაიონები 3 მილიონამდე კვ.მ საცხოვრებელი ფართობებისა და კეთილმოწყობილი კვარტალებით; სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსად მისი მუშაობის პერიოდში დაინერგა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ნაკადური მეთოდით და სამშენებლო პროცესის მართვის მოწინავე ავტომატიზებული სისტემა, საკვირაო-სადღეღამისო გრაფიკების საფუძველზე. მართვის აღნიშნული სისტემის დანერგვამ განაპირობა ქ. თბილისში საბინაო მშენებლობის მოცულობისა და საცხოვრებელი სახლების ფართობის ჩაბარების თითქმის გაორმაგება; 1980-1985წწ. არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.307-308

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: