შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კილაურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში ჯერ ინჟინრად, შემდგომ სამშენებლო უბნის უფროსად; ამავე პერიოდში სწავლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1974-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტში N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო უბნის უფროსად, შემდგომ სამმართველოს უფროსად; 1987-1988წწ. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მშენებლობის დაფინანსების განყოფილების უფროსი; 1988-1996წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის განყოფილების უფროსად; მისი უშუალო მინაწილეობით ქ. ქუთაისში, სამტრედიისა და აბაშის რაიონებში აშენდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი; მისი ხელმძღვანელობით ქ. თბილისში აშენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიოლოგიის ფაკულტეტის კორპუსები, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო კორპუსი, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო, ფსიქიატრიული საავადმყოფო, პოლიტექნიკური სასწავლებელი, იზოტოპების ინსტიტუტი, მრავალი სკოლა და საბავშვო ბაღი; 1987 წელს მან პირველმა საზოგადოებრივ საწყისებზე ჩამოაყალიბა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კოოპერატივი "ჩოგანი"; დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებითა და საუწყებო საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.308-309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |