The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიჭიკო ვარშანიძე

ბიჭიკო ვარშანიძე
Date of birth:15 March, 1942
Date of death:11 October, 2018  (at 76 years)
Burial location:ქ. ბათუმი
Category:Public official, Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1965 წელს; ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განაწილებით ნოვოროსიისკის სანაოსნოში მოხვდა. მეზღვაურული ნათლობა რიგით მატროსად ტანკერებზე - «Лиск»-სა და «Ленкоран»-ზე მიიღო, აქვე გახდა იგი კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწე. 1971 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა, უკვე გამოცდილმა შორეული ნაოსნობის შტურმანმა, კაპიტნის მეორე თანაშემწედ საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში გააგრძელა ტანკერზე - «Кутаиси», სულ მალე კი იგი ამავე გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გახდა. 1973 წელს ბ. ვარშანიძემ პოლონეთში, შჩეცინის გემთსაშენში კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში ჩაიბარა საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის აგებული ახალი ბალკერი - «Генерал Леселидзе», 1976 წელს კი შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა და ამ გემის ეკიპაჟის მეთაურობა ჩაიბარა. ზღვაში საქმიანობის პარალელურად ბიჭიკო ვარშანიძე დაუსწრებლად სწავლობდა და დაამთავრა ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი.  1977 წელს კი ბულგარეთში, ვარნის გემთსაშენში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა ახლადაგებული ბალკერი - «Художник А. Герасимов»-ი, რომლის შტატიანი კაპიტანი გახლდათ 1981 წლამდე. 1981 წლიდან გამოცდილი ზღვაოსანი და გემთწამყვანი საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს, ჯერ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კაპიტან-დამრიგებლად, 1982 წლიდან კი სანაოსნოს უფროსის პირველ მოადგილედ ფლოტისა და ნავსადგურების ექსპლუატაციის დარგში. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ურთულეს ეტაპზე, დამოუკიდებელი საქართველოს საზღვაო სახელმწიფოდ ფორმირების პროცესში, 1993-1999 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: