The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან კილაძე

ლევან კილაძე
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 2002  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1959 წელს.

1959-1985წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორი, N1 არქიტექტურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1961-1963წწ. მუშაობდა პედაგოგად მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში; 1963-1966წწ. თბილისის N73 საშუალო სკოლაში; 1966-1980წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1985 წელს სათავეში ჩაუდგა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "საქვაჭრობპროექტს". მისი ხელმძღვანელობით და ავტორობით დაპროექტდა და განხორციელდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შენობა, საბავშვო ბაღი მეჩნიკოვის ქუჩაზე, ბავშვთა დასასვენებელი კომპლექსი "მზიური" ვერეს ხეობაში (თბილისში), ადმინისტრაციული შენობა ქ. ზუგდიდში, რესტორანი კოსმონავტებისთვის ბაიკანურში, სასტუმრო და დასასვენებელი სახლი ბაკურიანში და ბორჯომ-პარკში, ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქცია ბათუმში და სხვა; 1963 წლიდან მონაწილეობდა თბილისში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ ყველა მნიშვნელოვან არქიტექტურულ გამოფენა-კონკურსში; 1983-1989წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიების ლაურეატი; იყო არქიტექტორ გიორგი ლეჟავას სახელობის ფონდის თავმჯდომარე, სამახსოვრო მედლის "თბილისობა-83" და სხვა მედლების კავალერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.309;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 38

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: