Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან კირტავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. 1948-1949წწ. მუშაობდა უკრაინაში ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს N2 ტრესტ "უკრუგოლშახტასტროის" სამუშაოთა მწარმოებლად; 1949-1953წწ. სამშენებლო ტრესტ "ტყიბულშახტმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად; 1953-1961წწ. სამშენებლო სამმართველო "გელათშახტმშენში" ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1961-1968წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N9 სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1968 წელს დაინიშნა N4 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, 1974 წელს - მმართველად; 1977 წელს სათავეში ჩაუდგა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს; ხელმძღვანელობდა იმერეთში წისქვილკომბინატების, რკინიგზის ქარხნის, სახლმშენებელი კომბინატის და სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო თუ საბინაო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობას; დაჯილდოებულია სახელმწიფო საიუბილეო მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.310 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |