შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი კირტავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. 1948-1951წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსოფელელექტრომშენის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1951-1957წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1957-1967წწ. საქართველოს "ცეკავშირის" სამშენებლო ტრესტ "საქკოოპმშენის" მთავარ ინჟინრად; 1967-1977წწ. მმართველად, გამგეობის წევრად; 1977-1989წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კაპმშენებლობის მთავარი სამმართველოს კომპლექტაციის სამმართველოს უფროსი და კოლეგიის წევრი; მონაწილეობდა ქობულეთში, შოვში, საირმეში, წყალტუბოში და სხვადასხვა საკურორტო რეგიონებში სანატორიუმებისა და დასასვენებელი კომპლექსების, "ცეკავშირის" ადმინისტრაციული შენობის (თბილისში), საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი და სავაჭრო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.310-311 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |