Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აპოლონ სულაქველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სვირი, შორაპნის მაზრა. მიიღო სოფლის სკოლის ორი კლასის განათლება. 1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში - პარტიის იმერეთის კომიტეტში ბუდუ მდივანთან, ნოე რამიშვილსა და რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1906 წელს, რეაქციის დაწყებისას, გენერალ ალიხანოვის სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ მიატოვა პოლიტიკური საქმიანობა და მისდევდა სოფლის მეურნეობას. 1918 წლიდან კვლავ მიიღო მონაწილეობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობებში და იგი, როგორც ძველი მუშა, მთავრობის მოთხოვნით წარადგინეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატობის კანდიდატად. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომისიის წევრი. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი "სხივი", რომელიც პარტიას აკრიტიკებდა იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო. 1930-იანი წლების დასაწყისში დააპატიმრეს "ტროცკისტობის" ბრალდებით. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.366 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |