The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო კირცხალია

სოსო კირცხალია
Legal name:იოსებ კირცხალია
Date of birth:3 January, 1956  (68 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს.

1977-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტში ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1978-1987წწ. ამავე ტრესტში N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო; 1987-1996წწ. ამავე ტრესტის N5 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1996-2000წწ. იყო შპს "ლიბო-პლუსის" გენერალური დირექტორი; 2007-2013წწ. შპს "ლიბო პლიუს კომპანიის" დამფუძნებელი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 2013-2016წწ. კომპანია "ეპიკ ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის, ჩეხეთ-საქართველოს ერთობლივი ქარხანა "ლეჩივა-გეოს", საბანკო ოფისების, სკოლების, საბავშვო ბაღების, სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობების (თბილისში) მშენებლობაში; 2013 წელს იყო ლატვია-საქართველოს ინვესტიციებისა და "სავაჭრო ურთიერთობების სააგენტოს" დირექტორთა საბჭოს წევრი; 2015 წლიდან საქართველო-ბელორუსის საინვესტიციო და "სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის სააგენტოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; არის ორი გამოგონებისა და თორმეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; 1987 წელს მიღებული აქვს სამახსოვრო მედალი საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობების მშენებლობისათვის - ქ. თბილისის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.311; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293

Member of Organizations

  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2004-)

Awards and Honors

  • 2005 - საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის

Bibliography


Share: