Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ კიტოვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო სპეციალობით 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმოლოგების ინსტიტუტის ასპირანტურა 1978 წელს. 1977-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, იმავე სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1981-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საბინაო და სოცკულტსაყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობის საწარმოო სამმართველოს უფროსი, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს კომუნალური მეურნეობის ობიექტების მშენებლობის მთავარი საწარმოო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1985-1991წწ. მუშაობდა გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და საბინაო-კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1991-1992წწ. ქ. გორისა და გორის რაიონის პრეფექტის მოადგილედ; 1992-1998წწ. სათავეში ედგა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მშენებლობის განყოფილებას (იყო სამინისტროს კოლეგიის წევრი); მიღებულია აქვს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელი და მადლობა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.311-312 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |