The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ კიტოვანი

იოსებ კიტოვანი
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო სპეციალობით 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმოლოგების ინსტიტუტის ასპირანტურა 1978 წელს.

1977-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, იმავე სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1981-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საბინაო და სოცკულტსაყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობის საწარმოო სამმართველოს უფროსი, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს კომუნალური მეურნეობის ობიექტების მშენებლობის მთავარი საწარმოო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1985-1991წწ. მუშაობდა გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და საბინაო-კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1991-1992წწ. ქ. გორისა და გორის რაიონის პრეფექტის მოადგილედ; 1992-1998წწ. სათავეში ედგა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მშენებლობის განყოფილებას (იყო სამინისტროს კოლეგიის წევრი); მიღებულია აქვს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელი და მადლობა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.311-312

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

გააზიარე: