The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კიტოვანი

შალვა კიტოვანი
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:1968  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს; 1957 წელს ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

1948-1953წწ. მუშაობდა რესპუბლიკის სხვადასხვა მშენებარე ობიექტებზე უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1956-1960წწ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის გვირაბების კათედრაზე - მასწავლებლად, დოცენტად; 1960-1963წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრსტში მთავარი ინჟინერი, მმართველი; 1966 წლიდან დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოფლად სოციალური სფეროს ობიექტების მშენებლობასა და საინჟინრო კადრების მომზადებაში. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.312

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: