The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ტატიშვილი

ივანე ტატიშვილი
Legal name:გიორგი ტატიშვილი
Date of birth:1878
Date of death:23 April, 1963  (at 85 years)
Burial location:სოფელი გალავანი, დუშეთის რაიონი
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გალავანი, დუშეთის მაზრა.

1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წელს პარტიული ორგანიზაციის დავალებით მონაწილეობდა გლეხთა რევოლუციურ გამოსვლებში გორის მაზრასა (იყო რსდმპ გორის სამაზრო კომიტეტის წევრი) და დუშეთის მაზრაში. 1906 წლისათვის სხვა ადგილობრივ რევოლუციონერებთან ერთად შექმნა ტერორისტული ჯგუფი მეფის რეჟიმის ჯაშუშების და "ხულიგნების" გასანადგურებლად; პარალელურად ჩაბმული იყო გაყაჩაღებული ყოფილი "წითელი რაზმელების" დევნა-განადგურებაში. 1908 წლიდან ტფილისის კომიტეტის დავალებით მუშაობა დაიწყო დუშეთის მაზრაში. 1909 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის საგურამოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი; სოფლის "ასისთავი" და ტერორისტული ჯგუფის წევრი; ასევე, იყო პარტიული ინფორმატორი დუშეთის მაზრიდან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აგრძელებდა რევოლუციურ ორგანიზაციებში მუშაობას დუშეთის მაზრაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო აგრარული და სამეურნეო-საგამგეო კომისიების წევრი. 1921 წელს, ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") დააპატიმრა და მოათავსა მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში" იზოლაციის წესით. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა სოფელ გალავანში. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.373

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Share: