The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ოთხმეზური

Date of birth:1 July, 1874
Date of death:20 July, 1916  (at 42 years)
Burial location:სოფელ მიხნევიჩის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზო, სმორგონი, გროდნოს ოლქი (ბელარუსი)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია, ოზურგეთის მაზრა.

განათლება შინ მიიღო. ტფილისის იუნკერთა სასწავლებელში ჩააბარა გამოცდა მეორე თანრიგის მოხალისეს წოდებით 1892 წელს; ამავე წლიდან მსახურობდა ქართულ გრენადერთა პოლკში მეორე თანრიგის მოხალისეს წოდებით; 1894 წელს დაამთავრა პოლკის სასწავლო კურსები; 1894 წლიდან უნტერ-ოფიცერი; არაერთხელ (1894, 1895, 1896) იქნა სასწავლებლად გაგზავნილი ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში, მაგრამ ყოველთვის აბრუნებდნენ ურჩი ხასიათის გამო; ჩააბარა გამოცდა ოფიცერის წოდების მისაღებად ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში 1897 წელს; მიენიჭა პოდპრაპორშიკის წოდება და  დაინიშნა გრენადერთა მე-14  ქართულ პოლკში; 1900 წლიდან პოდპორუჩიკი; 1908-1910წწ. იმავე პოლკის შტაბს-კაპიტანი; 1914 წლიდან კაპიტანი; პირველი მსოფლიო ომის მონაწილე; 1915 წლიდან პოდპოლკოვნიკი; 1916 წლიდან პოლკოვნიკი, თავისი პოლკის მე-3 ბატალიონის მეთაური; დაიღუპა ბრძოლის ველზე.

წყარო: რუსეთის იმპერატორის არმიის ოფიცრების (РИА) ვებ-გვერდი: ria1914.info; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდგომ)
  • 1916 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი ( ხმლებითა და ბანტით)
  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1916 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • 1914 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1906 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი

Share: