შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ორაგველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი. სწავლობდა სოფლის სკოლაში, შემდეგ - გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვში, სვერდლოვსკის სახელობის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას მიენიჭა წითელი პროფესორის სამეცნიერო წოდება. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილებას განაგებდა; 1935-1937წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად იყო დანიშნული. რექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს თავი იმით "გამოიჩინა", რომ 1936 წლის 23 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე წაიკითხა მოხსენება "საქართველოს ისტორიის საკითხისათვის", რომლის უმთავრესი მიზანი უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის, როგორც ისტორიკოსის განქიქება და განადგურება იყო. მან ივანე ჯავახიშვილის დამსახურება ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე მარტოოდენ ემპირიული მასალების, ფაქტების შეგროვებასა და მათ ერთგვარ სისტემატიზაციამდე დაიყვანა. იმავე წელს მან თავისი მოხსენება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "შრომებშიც" დაბეჭდა (1936, V, პირველი სერია: საზოგადოებათმეცნიერებანი). კ. ორაგველიძეს ეკუთვნის ნაშრომები მარქსისტულ-ლენინური თეორიისა და პარტიის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე. დახვრიტეს 1937 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: www.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |