The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე კოდუა

ალექსანდრე კოდუა
Date of birth:25 October, 1915
Date of death:1984  (at 68 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1939 წელს.

1939-1943წწ. მუშაობდა ქ. ბაქოში; 1943-1945წწ. ბელორუსიის სსრ ქ. გომელში სამხედრო სამსახურში იყო; 1945-1952წწ. მუშაობდა თბილისში ხის დამამუშავებელ კომბინატში საამქროს უფროსად; 1952 წელს დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N16 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 1954 წელს N12 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 1962 წელს გადაიყვანეს ქ. თბილისის საგზაო მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1968-1973წწ. მუშაობდა N31 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში" მოძრაობის უსაფრთხოების განყოფილების უფროსად; დაჯილდოებული იყო მთავრობის საპატიო სიგელებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.314-315

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: