The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ კოდუა

იაკობ კოდუა
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2016  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ფაკულტეტი 1955 წელს.

1955 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს კოლხეთის საექსპლუატაციო სამმართველოში ინჟინრად, უფროს ინჟინრად (ქ. ფოთი); 1957-1959წწ. სამშენებლო ტრსტ "კოლხეთმშენის" ხობის რაიონის სამშენებლო უბნის უფროსი იყო; 1959-1962წწ. მივლინებით გაგზავნილ იქნა ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მელიორაცია-ჰიდროტექნიკის ექსპერტ-სპეციალისტად; 1963-1967წწ. მუშაობდა აბაშის წყალთა მეურნეობის საექსპლუატაციო სამსახურის უფროსად; 1969-1971წწ. ტრესტ "კოლხეთმშენის" დასავლეთ საქართველოს წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობის მთავარი ინჟინერი იყო; 1971-1972წწ. ამავე ტრესტის საწარმოო ობიექტების მშენებლობის უფროსი; 1972 წელს დაინიშნა ქ. ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და კომუნალური მეურნეობის უფროსად; 1974 წელს გადაიყვანეს საქართველოს კპ აბაშის რაიკომის მეორე მდივნად; 1983-1985წწ. არჩეული იყო აბაშის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1985-1988წწ. კვლავ სამეურნეო სამუშაოზეა და მუშაობს სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველის მოადგილედ; 1988-1991წწ. იყო საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის ტრესტ "ფოთიგაზის" მმართველი; 1991-1993წწ. მუშაობდა ქ. ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის შრომისა და სოციალური საკითხების განყოფილების გამგედ, ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს უფროსად; 1993-1998წწ. იყო მერის მრჩეველი; 1962 წელს დაჯილდოებულია ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლითა და სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.315

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: