Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან კოკაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს. 1975 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" N1 არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად, ჯგუფისა და შემდეგ სექტორის ხელმძღვანელად; 1988 წელს არჩეულ იქნა N1 კომპლექსური არქიტექტურული სახელოსნოს, ხოლო 1990 წელს N1 ექსპერიმენტულ არქიტექტურული ბიუროს უფროსად; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც არქიტექტურული დაგეგმარების კათედრის უფროსი მასწავლებელი იყო, კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს არქიტექტურულ დაგეგმარებაში; 1987-1993წწ. იყო სტუდია "დელტას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი; სტუდია "მოდულორის" მთავარი არქიტექტორი (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი); მისი ნამუშევრებია კურორტ "არჩმანის" დაგეგმვისა და განსახლების პროექტი თურქმენეთში, ამავე კურორტის მრავალფუნქციური ცენტრი 600-ადგილიანი დარბაზით; ასევე მისი დაპროექტებულია ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი (200-ადგილიანი) კორპუსები თბილისში; ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული N2 სამედიცინო ტექნიკუმი 600 მოსწავლისათვის, რომელიც ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვისათვის საქართველოს "სახმშენის" პრემიით აღინიშნა; 850-ადგილიანი საავადმყოფოების კომპლექსი სოფ. მაჭარაში (აფხაზეთში); ომის ვეტერანთა ჰოსპიტალი 200 ადგილზე და სამხედრო-სპორტული კომპლექსი ქ. თბილისში, სკოლა სოფელ მანავში 264 მოსწავლეზე და სხვა; 1993 წლიდან მისი ავტორობით დაპროექტდა და აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ქ. ლუგაში (ლენინგრადის ოლქი); პოლიგრაფიული ფირმა "მადიპრინტ"-ის ოფისი (ქ. მოსკოვი), ტურისტული სააგენტოს SPORT TOUR-ის ოფისი (ქ. მოსკოვი); საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლობის ოფისი (ქ. მოსკოვი), რუსული კაფე და რესტორანი ტოსკანაში (იტალია), საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სტადიონის რეკონსტრუქცია, საოჯახო სასტუმროები ბაკურიანში, შეკვეთილში, მართლმადიდებელი ეკლესიის სამრეკლო სოფელ შიმკუსიში (ჩუვაშეთი) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.316 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |