შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით წყალმომარაგება და კანალიზაცია 1961 წელს. 1961-1969წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტში" ჯერ სანტექნიკური განყოფილების ინჟინრად, მერე უფროს ინჟინრად. 1969 წელს საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "საქკურორტპროექტის" საქართველოს ფილიალში გადავიდა სამუშაოდ. სადაც იყო სხვადასხვა პერიოდში ჯგუფის ხელმძღვანელი, მთავარი სპეციალისტი, საინჟინრო მოწყობილობების განყოფილების გამგე და პროექტის მთავარი ინჟინერი იყო. აქ მუშაობის პერიოდში ლ. წერეთელი მინერალური წყლების ბალნეოტექნიკით დაინტერესდა და ხელი მოჰკიდა ამ დარგის შესწავლას. მისი მონაწილეობით არის დამუშავებული ბორჯომის, ნაბეღლავის, მიტარბის, წაღვერის, წყალტუბოს სანიტარული დაცვის ზონების პროექტები. წლების განმავლობაში ის იყო ერთადერთი სპეციალისტი ბალნეოტექნიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით. ლ. წერეთელი დაჯილდოებულია სიგელებითა და ფულადი პრემიებით. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 200-202
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |