The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ორახელაშვილი

მერაბ ორახელაშვილი
Date of birth:23 March, 1910
Date of death:1972  (at 61 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩათლი, თურქმენეთის სსრ.

დაამთავრა საშუალო სკოლა 1925 წელს და ჩააბარა უცხო ენების კურსებზე, რადგან 16 წლის ასაკში ინსტიტუტში არ მიიღეს; 1933 წელს დაამთავრა ნ. ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი.

სწავლის პერიოდში მუშაობდა მხაზველად, დამხმარე მუშად, ზეინკლად შოკოლადის ფაბრიკაში; სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოსკოვის მექანიკური ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში; ქარხნიდან ინჟინერების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა აშშ-ში კვალიფიკაციის ასამაღლებლად; მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ქარხანასთან ერთად ევაკუირებული იყო ურალში, ქალაქ კატაისკში; 1943 წელს გამოიძახეს მოსკოვში ახალ ჰიდრომანქანათმშენებლობის ცენტრალურ საკონსტრუქტორო ბიუროში; 1954 წლიდან მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის დოცენტი, ენერგომანქანათმშენებლობის კათედრის დეკანი; ამავე დროს მუშაობდა სსრკ ენერგეტიკის სამინისტროში; იყო ექსპერტი. ავტორია ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეცნიერი ჰიდრომანქანათმშენებლობის დარგში.

 წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1956-)

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია

Share: