The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯიმშერ კოკაია

ჯიმშერ კოკაია
Date of birth:1920
Date of death:1999  (at 79 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ეშერა, სოხუმის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1944 წელს.

სწავლის პარალელურად 1943 წელს მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტში"; 1945 წელს მივლინებით გაგზავნილი იყო მე-12 საფრონტო ექსპედიციის შემადგენლობაში, ჩრდილოეთ კავკასიის და უკრაინის ფრონტებზე, ბრძოლების შედეგად განადგურებული ხიდების აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად; ორი წლის შემდეგ კვლავ საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალშია, სადაც გაიარა გზა ხელოვნური ნაგებობების განყოფილების რიგითი ინჟინრის თანამდებობიდან განყოფილების უფროსამდე; ამ პერიოდში მისი ავტორობით დაპროექტებულ იქნა მთელი რიგი საავტომობილო გზები და ხიდები მდინარეებზე ფსოუ, ბზიფი, კოდორი, ხობი, ტეხურა, ნოღელა, რიონი და დურუჯი; 1960-1963წწ. მივლინებულ იქნა ავღანეთში, სადაც უაღრესად რთულ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში ასრულებდა "კუშკა-გერათი-ყანდაღარის" საავტომობილო გზის საძიებო-საპროექტო სამუშაოებს (220 კმ-იანი მონაკვეთი); 1971-1975წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის ჯერ რეფერენტი, შემდეგ კი მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების უფროსი; 1976-1988წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა და კურირებს ჯანდაცვისა და განათლების სფეროს ობიექტების მშენებლობას; წლების განმავლობაში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; 1988-1999წწ. მუშაობდა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში მთავარ სპეციალისტად და მინისტრის პირველი მოადგილის მრჩევლად; დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.317

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის მედალი
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: