The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დურსუნ კომახიძე

დურსუნ კომახიძე
ოფიციალური სახელი:დავით კომახიძე
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1915
გარდაცვ. თარიღი:1 აგვისტო, 2006  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1940 წელს.

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1949-1957წწ. მუშაობდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ, აჭარის კულტურის სამინისტროს მთავარ ინჟინრად; 1957-1962წწ. ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორად; 1963-1971წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1962-1991წწ. იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის განყოფილების, შემდგომში აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 1971 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან შეიქმნა შემოქმედებითი საპროექტო სახელოსნო "აჭარარქპროექტი"; 1978 წელს არქიტექტურის მუზეუმი; 1985 წელს არქიტექტორთა შემოქმედებითი სახლი; გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სტატია და სამეცნიერო ნაშრომი; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი, პროფესორი. მინიჭაბული ჰქონდა არქიტექტურის კანდიდატის ხარისხი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.317; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.286; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 136

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1953-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: