The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოსმან ხინკილაძე

ოსმან ხინკილაძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დასრულების შემდეგ (1960-1965) საქმიანობა ჯერ ოდესაში, შავი ზღვის სანაოსნოს ტანკერ -"Фридрих Энгельс"-ზე დაიწყო, მოგვიანებით კი ნოვოროსიისკის სამმართველოს ტანკერებზე "Майкоп"-სა და "Винница"- ზე განაგრძო. 1968 წელს ბათუმში ბრუნდება და უკვე გამოცდილი შორეული ნაოსნობის შტურმანი საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძობს. სხვადასხვა დროს ცურავდა ტანკერებზე - "Ахалцихе","Адигени", "Боржоми" და "Генерал Багратион"-ი. 1977 წელს მან ოდესის უმაღლესი საინჟინრო-საზღვაო სასწავლებელიც (ОВИМУ) დაამთავრა და მას მერე 2000 წლამდე სანაოსნოს არაერთი ტანკერისა და ბალკერის კაპიტნის მოვალეობას ასრულებდა. 1978 წლიდან, 18 წლის მანძილზე მეთაურობდა თბომავალ - "ХУДОЖНИК КАСИЯН"-ის (მხატვარი კასიანი) ეკიპაჟს და იყო ამ გემის შტატიანი კაპიტანი. 2000 წლიდან ნაპირს დაუბრუნდა და საქმიანობა საჯარო სამსახურში განაგრძო, თავდაპირველად საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელად, ხოლო 2007 წლიდან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში - კაპიტან-კოორდინატორად. გამოცდილი კაპიტანი აქტიურად ჩაერთო მომავალი ეროვნული საზღვაოსნო კადრების მომზადების საქმეშიც, იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საზღვაო სასწავლებლებსა და საწვრთნელ ცენტრებში, სადაც არაერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას უძღვება და ხელმძღვანელობს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების ორდენი
    საზღვაო სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის

გააზიარე: