შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან დოდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი ფრანგული ენის სპეციალობით 1946 წელს. მუშაობდა უცხოეთთან ურთიერთობის საზოგადოებაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტის ფრანგული ენის კათედრაზე - პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში. არის ავტორი სტატიებისა, რომლებიც შევიდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში და ეხება ბალზაკის, ვოლტერის, დრიუონის, სარტრის, ბარბიუსის ცხოვრებასა და შემოქმედებას. თარგმანები: ვოლტერი - "ფილოსოფიური მოთხრობები", ჟან დე ლა ბრუიერი - "ხასიათები ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებები", ონორე დე ბალზაკი - "კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე", "გამქრალი ოცნებანი", "წითელი სასტუმრო", მორის დრიუონი - "ძლიერნი ამა სოფლისანი" (ნუნუ ქადეიშვილთან ერთად); მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის პირველი სერია: პიერ კორნელი - "ჰორაციუსი" (ლევან ჭუბაბრიასთან ერთად), ჟან - პოლ სარტრი - "ოთახი". არის ავტორი მონოგრაფიისა - "მარი ბროსე - ქართული მწერლობის მკვლევარი" და პიესებისა: "ჩვენი ფრთები", "სიმღერის ძალა" (ლევან ჭუბაბრიასთან ერთად). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |