Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იზმინა ჭოღოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის მინერალური ნედლეულის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურა 1964 წელს. 1965-1977წწ. მუშაობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის სწავლულ მდივნად, პარალელურად ასრულებდა სამეცნიერო თემებს, იყო მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ხელმძღვანელი. 1977-1984წწ. მუშაობდა მინერალური ნედლეულის ეკონომიკისა და გეოლოგიურ-სამძებრო სამუშაოთა საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტში, სადაც სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხარისხის შეფასების მდგომარეობა-შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას. 1984-1988წწ. იყო ეკონომიკური განათლების ინფორმაციული უზრუნველყოფის საბჭოს სექტორის ხელმძღვანელის მოადგელე. 1988 წელს ისევ კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში გადავიდა სამუშაოდ და არალითონური წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის გამგედ დაინიშნა, ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ კი ტექნოლოგიურ განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად გადაიყვანეს. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაჯილდოვებულია სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 203-204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |