Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენადი კოპალეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ტოლები, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1959წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "მოსკოვტრანსმშენის" სისტემაში; მუშაობდა მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს ინჟინრად; 1960-1962წწ. იმავე ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1962-1967წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის სისტემაში, მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1967 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სოხუმის სამოქალაქო შენობა-ნაგებობათა დისტანციის უფროსად; 1969 წელს კი საგზაო-სამშენებლო ტრესტის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1981 წელს ამავე ტრესტის N21 ხიდმშენ რაზმის უფროსად; 1996 წლიდან საგზაო-სამშენებლო ტრესტის სამტრედიის N2 და N21 სამშენებლო ორგანიზაციების გაერთიანების შემდეგ, ხელმძღვანელობს გაერთიანებულ სამშენებლო სამმართველოს; აქტიურად მონაწილეობდა საცხოვრებელი სახლების, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამრეწველო-ტექნიკური შენობა-ნაგებობების, მეწყერდამცავი კედლების, სადგურების, სარკინიგზო ლიანდაგების, სარკინიგზო ხიდების (ცხენისწყალსა და გუბისწყალზე) მშენებლობაში, ასევე, სხვადასხვა ხიდებისა და გვირაბების სარემონტო-აღდგენით სამუშაოებში; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. მათ შორის - "საპატიო რკინიგზელის" წოდება და სამკერდე ნიშანი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.318-319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |