The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ხომასურიძე

მარიამ ხომასურიძე
Date of birth:1977  (48 years)
Category:Scientist, Technologist

Biography

დაბადებბის ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი 1998 წელს და საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიისა და მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 2000 წელს.

1994-1997წწ. არჩეული იყო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარედ, 1998-2002წწ. საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ეროვნული საბჭოს ორგანიზაციის წევრად. 1999-2000წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. 2002-2006წწ. იყო საფრანგეთის, "შამპანის ენოლოგიის ინსტიტუტი"-ს წარმომადგენლობა საქართველოში-შპს "შვიდი"-ის  მეღვინე ტექნოლოგი და ინსტიტუტის ტექნოლოგ-კონსულტანტი; 2003-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროცესების, აპარატების და ზოგადქიმიური ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი; 2006-2007წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის მიწვეული სპეციალისტი; 2007-2011წწ. - შპს, "ბატონო" ღვინის ქარხანის მეღვინე ტექნოლოგი და ტექნოლოგ-კონსულტანტი; 2008 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინისა და ცქრიალა ღვინოების ოფიციალური სადეგუსტაციო კომისიის დეგუსტატორი; 2011-2013წწ. "სამტრესტი"-ის მეღვინეობის სამმართველოს მიწვეული სპეციალისტი2006-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამეტის ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამეტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი და ერთი სახელმძღვანელო. ინჟინერ-ტექნოლოგი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2001).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 212-213

Bibliography


Share: