| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანი ხუნდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და თსუ-ს ასპირანტურა საძიებო გეოფიზიკის სპეციალობით 1977 წელს. 1972-1975წწ. მუშაობდა საქნავთობ "გეოფიზიკის" კონსულტანტად; 1976-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტის ძიების გეოფიზიკური მეთოდების კათედრის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელად; 1985-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძიების და დამუშავების კათედრის დოცენტად; 1990-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1992 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრის გამგედ; 2005-2006წწ. გაზის საერთაშორისო კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2006 წელს იყო "ყაზტრანსგაზ-თბილისი"–ს გენერალური დირექტორის მრჩეველი. 2006 წლიდან სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრის სრული პროფესორია; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავება, ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაციის მიმართულების ხელმძღვანელი და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა. 2002 წლიდან არის ჟურნალის "საქართველოს ნავთობი და გაზი" რედკოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 55 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 4 სახელმძღვანელო. ინჟინერ-გეოლოგ-გეოფიზიკოსი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1983). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 214-215 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

