The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალეკო კორკოტაშვილი

ალეკო კორკოტაშვილი
Date of birth:1941  (84 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1966 წელს.

1966-1972წწ. განაწილებით მუშაობდა თბილისის ზონალური ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") არქიტექტორად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-მუშაკად; 1972-1975წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის სამსახურთან არსებული პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განყოფილების უფროსის მოადგილედ, დიდი არქიტექტურული საბჭოს სწავლულ მდივნად; 1975 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე; იყო სტუდენტთა საპროექტო ბიუროს უფროსის მოადგილე, მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; მუშაობდა ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, სასწავლო ნაწილის უფროსად; დაარსების დღიდან იყო დიზაინის კათედრის გამგის მოადგილე; 2004 წლიდან არჩეულ იქნა კათედრის გამგედ; ინტერიერისა და დიზაინის მიმართულების ასოცირებული პროფესია; არის ათობით განსახორციელებული პროექტის ავტორი; აქვს რამდენიმე საერთაშორისო პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.320


Share: