Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ კორძაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს. მუშაობდა საქართველოს "მშენბანკში" ინჟინრად, საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქმშენსახპროექტის" კონსტრუქტორად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, სახელმწიფო სამრეწველო გაერთიანება "სამტრესტის" მმართველის მოადგილედ მშენებლობის დარგში, კვების მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, საქართველოს "აგრომრეწვის" კაპიტალური მრეწველობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოადგილე, კონცერნ "საქეთერზეთების" ვიცე-პრეზიდენტი; მონაწილეობდა სოფლის მეურნეობისა და "სამტრესტის" არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის, მათ შორის თერჯოლის მეღვინეობის კომპლექსის, ყვარლის, საგარეჯოს ღვინის, თბილისისა და ყვარლის კონიაკის ქარხნების მშენებლობაში; მისი მონაწილეობით აშენდა საცხოვრებელი დასახლებები სტიქიით დაზარალებულთათვის მესხეთ-ჯავახეთში და შიდა ქართლში; მინიჭებული აქვს საქართველოს რაციონალიზატორის წოდება კარდენახის ღვინის ქარხნის წყალმომარაგებისა და "კარდენახი-ხირსის" წყალსადენის მშენებლობაზე განხორციელებული ტექნიკური გადაწყვეტებისთვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.320-321 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |