The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ მიქავა

ზურაბ მიქავა
Date of birth:5 January, 1959  (65 years)
Category:Public official, Sailor

Biography

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1979 წელს; სახელმწიფო საზღვაო აკადემია საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტისა და ლოჯისტიკის სპეციალობით 1995 წელს.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; 1980-1993 წლებში მუშაობდა სანაოსნოს გემებზე: «Пятидесятилетие Советской Грузии», «Советский Художник», «Художник Габашвили» და სხვა, გაიარა ყველა საფეხური რიგითი მოტორისტობიდან შორეული ნაოსნობის გემების ინჟინერ-გემთმექანიკოსობამდე; 1992 წლამდე ასრულებდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემთინჟინერ-დამრიგებლის საპასუხისმგებლო მოვალეობას; 1995-1997 წწ. ქ. ოდესის მერის მრჩეველია; 1998-2004წწ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსში მოღვაწეობს; 2006-2012 წწ. უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მოვალეობას ასრულებს; 2009 წელს უკრაინაში, ქალაქ კიევში დააფუძნა ქართულ-უკრაინული კულტურული ურთიერთობის ცენტრი "LAZIKA", რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. უკრაინის იუველირთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი (2015) და ქარვის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი (2016). ეწევა ქველმოქმედებასა და ხელს უწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული კულტურულ-შემოქმედებითი ურთიერთობების გაღრმავებას. არის უკრაინის კულტურის მინისტრის მრჩეველი, სსრკ საზღვაო ფლოტის  დამსახურებული მუშაკი (1991), შორეული ნაოსნობის გემთინჟინერი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: