Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ფარნიევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვითკირის წყარო, დუშეთის მაზრა. 1896 წელს ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში; 1898 წლიდან იყო მუშებს შორის ჩამოყალიბებული პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი. ცნობილი იყო პარტიული მეტსახელით "ოსი". საბაზისო განათლება მიიღო 1900 წლიდან საკვირაო სკოლაში და ე. წ. "ნაძალადევის უნივერსიტეტში" - სოციალ -დემოკრატიული პარტიის მუშათა წრეში. მუშაობდა ზეინკლად; იყო საავტომობილო საქმის სპეციალისტი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში, ტფილისში; 1905 წლის 29 აგვისტოს დაიჭრა კაზაკების რაზმის მიერ ქალაქის საბჭოს შენობაში და მოქალაქეთა დემონსტრაციის დარბევისას. პარტიის მიერ გაგზავნილი იყო "მთის ოსეთში" გლეხთა შორის პროპაგანდისტად. მეფის რეჟიმის დროს რამდენჯერმე დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1907 წლიდან დაიწყო მუშაობა ტფილისის ტრამვაიში ზეინკლად. იყო ტრამვაის მუშათა პროფკავშირის და საამხანაგო კომისიის წევრი. მუშათა გაფიცვების ორგანიზების გამო ტრამვაიდან დაითხოვეს 1911 წლის 4 იანვარს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1924-1927წწ. მუშაობდა ტრამვაის სამმართველოს უფროსად. შემდგომი ბედი უცნობია. ავტომობილისტი-ზეინკალი. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.387 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |